საერთაშორისო პროგრამა “დურუჯი”-ს პრეზენტაცია ყვარელში

щщщщщщщщщщщщщщщщщщ“ეუთოს” რესურსების ეფექტური გამოყენება კავკასიაში, ეკოლოგიური უსაფრთხოების გასამყარებლად, საერთშორისო პროგრამა “დურუჯის” პრეზენტაციასთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში, ყვარელში, არაერთი ღონისძიება ჩატარდა. პროექტი, “ეუთო”-ში უკრაინის თვმჯდომარეობის ინფორმაციულ-ანალიტიკური მხარდაჭერის პროცესის ფარგლებში გაიმართა და მასში, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოსთან ერთად, უკრაინის და შვეიცარიის საელჩოები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვის ნაციონალური სააგენტო, სხვადასხვა დარგის ექსპერტები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ეკოლოგიიური და ტექნოლოგიური კატასტროფების მსხვერპლთა პატივსაცემად და შემდგომში მათი მემორიალისთვის, მოინახულეს მდინარე “დურუჯის” კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ძმათა სასაფლაო, რის შემდეგაც, ილია მართლის ტაძრის ეზოში დაირგო ცაცხვის ხის ნერგები. ასევე მოინახულეს ილიას გორა და მდინარე “დურუჯის” ხეობა, შემდეგ კი, ესტუმრნენ შუშის მწარმოებელ ქარხანას, სადაც “დურუჯი-ს” მიერ ჩამოტანილი სელური მასისგან მაღალი ხარისხის შუშის წარმოებაა შესაძლებელი. ასევე ეწვივნენ ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოს, რის შემდეგაც იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დამსწრე საზოგაოება, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური კატასტროფების მსვერპლთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მოგვიანებით კი ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოეწყო პრეზენტაცია და იდეების განხილვა, საერთაშორისო პროგრამა “დურუჯისათვის,” ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის და საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვის თნამშრომლობის განსავითარებლად.щщщщщщщщщщщщщщщщ