ნგრევის შეუკავებელი სწრაფვა

რუსეთის ფედერაცია, უკრაინის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დეკლარაციების მიუხედავად, აგრძელებს იმ პირთა და ორგანიზაციათა მოღვაწეობის მხარდაჭერას და დაფინანსებას, რომელთა საქმიანობაც კლასიფიცირებულია, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ტერორისტული ან უბრალოდ კრიმინალური. ამგვარი “თანამშრომლობის“ მაგალითია რუსეთის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით თვითაღიარებული ტრანსკარპატიის რუსინების რესპუბლიკის მეთაურის, პ. გეცკოს, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული საქმიანობის აქტივიზაცია. მოსკოვში პ. გეცკოს გააჩნია კონტაქტები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ საქმეთა და თანამემამულეთა კავშირების კომიტეტის ხელმძღვანელის პირველ მოადგილესთან – კ. ზატულინთნ და პუბლიცისტ  ს. სურიკოვთან. ეს პიროვნებები ცნობილნი არიან თავიანთი ანტიუკრაინული პოზოციით.

ცნობა: პ. გეცკო გამოდის სუბკარპატების ოლქისთვის უკრაინის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსის მინიჭებისა და შემდგომში მისი რუსეთის ფედერაციის პროტექტორატის დაქვემდებარების იდეის ერთგულ მხარდამჭერად.

გეცკო პ. ი., უკრაინის მოქალაქე, დაბადებული 1965 წელს, გახლავთ იმიერკარპატების რუსინული მოძრაობის აქტიური მონაწილე, შპს „რუსინფორმის“ ხელმძღვანელი, არარეგისტრირებული რუსინული კლუბის „რუტენია“-ს ხელმძღვანელი.

2007 წელს პ. გეცკოს ეკავა პრორუსული ორგანიზაცია „რუსულ-უკრაინული კავშირის“ ხელმძღვანელის თანამდებობა.

2008 წლის დასასრულს პ. გეცკომ თავი გამოაცხადა „ტრანსკარპატიის რუსეთის“ რესპუბლიკის მთავრობის პრემიერ-მინისტრად და აქტიურად უჭერს  მხარს ფედერაციული უკრაინის ფარგლებში ცალკე რუსინული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას. აღნიშნულ საქმიანობას იგი ეწევა მოსკოვის რუსინული თემის ხელშეწყობით.

2014 წლის მარტში პ. გეცკოს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის-სამართლის საქმე. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითაღიარებული ტრანსკარპატიის რუსინების რესპუბლიკის „პრემიერ-მინისტრის“ მიერ საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ინტერნეტ  რესურსებში გავრცელებულია სტატია, სადაც იმიერკარპატების რუსინები თხოვნით მიმართავენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,  რომ მან ჩაატაროს სამშვიდობო ოპერაცია, აღადგინოს და აღიაროს ტრანსკარპატიის რუსეთის სახელმწიფოებრიობა. ამის გარდა, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში პ. გეცკო  ღიად მოუწოდებდა უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შეცვლისკენ  ტრანსკარპატიის რუსინების რესპუბლიკის აღიარებას უკრაინის უნიტარულობის უარყოფის გზით.

პ. გეცკო ღია კონფრონტაციაში იმყოფება რუსინული მოძრაობის ზომიერი მიმართულების მხარდამჭერებთან, რომელთა საქმიანობა კონცენტრირებულია საგანმანათლებლო და სემეცნიერო-კულტურულ აქციებზე.

თანამდეროვე ეტაპზე, რუსეთის მას-მედიის საქმიანობა მიმართულია რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლებში იმგვარი ხედვის ჩამოყალიბებისკენ, რომლის მიხედვითაც უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ოლქებში (მაშინ, როდესაც ე.წ. ტრანსკარპატიის რუსინების რესპუბლიკის ხელმძღვანელთა წრესთან მიახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ რესპუბლიკა არ ახორციელებს იმ ტერიტორიების კონტროლს, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს).

ამასთანავე, ტრანსკარპატიის რუსინების რესპუბლიკის ლიდერი რუსულ მას-მედიაში სისტემატურად ავრცელებს რუსინული მოძრაობის მიმართვას, სადაც იგი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს გაანთავისუფლოს იმიერკარპატების ადმინისტრაციული შენობები, განიარაღოს არაკანონიერი დაჯგუფებები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გახსნას რუსინული სკოლები, აღიაროს ტრანსკარპატიის რუსინები  ცალკე ერად და ჩართოს მათი წარმომადგენლები  მოლაპარაკებების პროცესში ცალკე სუბიექტების დონეზე.

ცნობა: 2014 წლის 29 იანვარს იმიერკარპატების საოლქო საბჭოს დეპუტატებმა, უკრაინის კონსტიტუციის მიუხედავად, კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირეს კიევის კანონიერი ხელისუფლების გაუქმებას იმიერკარპატების ოლოქში. ტრანსკარპატიის რუსეთის მომხრეები ზემოაღნიშნულს ხსნიან, როგორც რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის განახლებას, ამავე წლის 24 აპრილს კი რუსინების იმიერკარპატების მოძრაობამ გააკეთა განცხადება დამოუკიდებელი იმიერკრპატების სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს რუსინული და უნგრული ნაციონალისტური ორგანიზაციების გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია ანტიუკრაინული საქმიანობის გაძლიერებასთან უჟგოროდში, მუკაჩევოში, ხუსტაში და უკრაინის იმიერკარპატების ოლქის სხვა რიგ დასახლებულ პუნქტებში.

2014 წლის აპრილში რუსინული ორი რადიკალური ორგანიზაცია „კროტონი“ და „კარპატოროსი“ აქტიურად მოუწოდებდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი იმიერკარპატების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და განახლებულიყო კარპატების უკრაინის ან ტრანსკარპატიის რუსეთის სახელმწიფოს სტატუსი.

ცნობა: პ. გეცკოს მტკიცებით, იმიერკარპატების მოსახლეობის 27% მხარს უჭერს დამოუკიდებელი სახელმწიფოს – „ტრანსკარპატიის რუსეთის“ შექმას, ხოლო 41% სურს რუსეთთან შეერთება.

2014 წლის 20 ივნისს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო და სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციაში, დიმიტრი მედოვმა, მიიღო ტრანსკარპატიის რუსეთის რესპუბლიკის დელეგაცია მისი წარმომადგენლის, პ. გეცკოს მეთაურობით. შეხვედრაზე გაკეთდა მიმართვა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მისამართით ტრანსკარპატიის რუსინების რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. უფრო ადრე, 2014 წლის 19 ივნისს ლეონიდ ტიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას აღმოსავლეთ უკრაინაში თვითაღარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების თობაზე.

აღმოსავლეთ ევროპაში პ. გეცკო აქტიურად თანამშრომლობს ფონდ „რუსკაია პრემიას“ ხელმძღვანელთნ – ო. გეგალჩინთან (ცხოვრობს და მუშობს პრაღაში, პ. გეცკოს პოლიტიკურ სტრუქტურას საფუძველი სწორედ ჩეხეთში, ქალაქ პარდუბიცეში ჩაეყარა 2009 წელს) და პროექტ „დობრაია სილას“ ხელმძღვანელ ს. ხელემენდიკთან, სლოვაკეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან (ცხოვრობს და მუშაობს სლვაკეთში). ს. ხელემედიკი მჭიდრო კავშირში იმყოფება რიგ პროპუტინურ საზოგადოებრივ და პარტიულ სტრუქტურებთან, კერძოდ, პარტია „ველიკოე ოტეჩესტვო“-სთან, „რუსეთის მოქალაქეთა პროფკავშირთან“, „ისტორიული პერსპექტივის ფონდთან“, ფონდ „რუსკი მირ“-თან. აღნიშნული ქსელი წარმოადგენს რუსეთის გავლენის ინფრასტრუქტურას.

ს. ხელემენდიკსა და ო. გეგალჩისთან ერთად პ. გეცკო აქტიურად მუშაობს სლოვაკი რუსინებისა და „რუსეთის მოქალაქეთა პროფკავშირის“ აქტივისტთა შეხვედრების ორგანიზებაზე და საერთაშორისო კონფერენციების მოწყობაზე ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში ტრანსკარპატიის რუსინობის (1918-1945) საკითხებზე.

საკუთრი მიზნების მისაღწევად რუსეთი აგრეთვე იყენებს უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ნაციონალისტური მიმართულების პარტიებს. აგრეთვე, ტარდება ღონისძიებები საერთო ინტერესების საფუძველზე მათი მოღვაწეობის კოორდინაციის გასაძლიერებლად.

2014 წლის 8 აგვისტოს ბუდაპეშტში, რუსეთის პოლიტიკური გაერთიანება „როდინა“-ს ფინანსური და პოლიტიკური ხელშეწყობით ჩატარდა იმიერკარპატების უნგრული და რუსინული უმცირესობების  კონგრესის დახურული სხდომა. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსინული და უნგრული თემების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომლის ამოცანაც იქნება უკრაინის იმიერკარპატების ოლქის ეროვნული უმცირესობების პრობლემების მოგვარება.

2014 წლის 11 სექტემბერს ბუდაპეშტში შედგა უნგრეთის მსოფლიო რადის წარმომადგენელთა კონგრესისა და სუბკარპატების რუსინების მსოფლიო რადის წარმომაგდენელთა კონგრესის სხდომა, რომლის მიმდინარეობისას გადაწყვეტილება მიიღეს მიმართონ უნგრეთის ეროვნულ კრებას, ევროპარლამენტს და უკრაინის ხელისუფლებას თხოვნით, რომ ამ უკანასკნელებმა 1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე აღიარონ უკრაინის იმიერკარპატების ოლქი ავონომიურ რესპუბლიკად.

ცნობა: 1991 წლის 1 დეკემბერს იმიერკარპატებში ჩატარდა ადგილობრივი რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 78.6% ხმა მისცა რეგიონისთვის „განსაკუთრებული თვითმმართველი ტერიტორიის“ სტატუსის მინიჭებას. რუსეთის მას-მედიის საშუალებები რეფერენდუმს ინტერპრეტაციას უკეთებენ, როგორც არჩევნებს „ოლქის ავტონიმიის სტატუსის“ შესახებ და ამტკიცებენ, რომ მაშინ მიღებული გადაწყვეტილება იგნორირდება უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამჟამად, იმიერკარპატებს აქვს ოლქის სტატუსი და შედგება უნგრული, რუმინული და რუსინული ენოვნების სპეციალური სტატუსის მქონე 13 რაიონისა და 11 ქალაქისაგან.

კონგრესის დასრულებისთანავე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თვითაღიარებული ტრანსკარპატიის რუსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პ. გეცკომ. მან აღნიშნა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უნგრეთის პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც აგრეთვე არიან ევროპარლამენტის წევრები. იგი ირწმუნებოდა, რომ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პ. გეცკოს განცხადებით, კონგრესმა ევროპარლამენტს წაუყენა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში სანამ იმიერკარპატების ავტონომიის საკითხი არ გადაწყდება.

ცნობა: პ. გეცკოს ორგანიზაციის – „ტრანსკარპატიის რუსეთის რესპუბლიკის მთავრობის“ იდეოლოგიურ-იურიდიული და მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება რუსეთის მხრიდან, პოლიტოლოგ მ. დრონოვისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და ფონდ „რუსკი მირის“ ხელმძღვანელის – ვ. ნიკონოვის მეშვეობით.

პ. გეცკოს მიერ გამოხატული თეზისებიდან ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:

-         კონგრესის გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის რუსინულმა მოძრაობამ, წინასწარ ჩატარებული სამუშაოს გათვალისწინებთ, დაიმსახურა რამდენიმე სახელმწიფოს მხარდაჭერა. კერძოდ უნგრეთის, რუმინეთისა და რუსეთის. პ. გეცკოს თქმით, იგი დაარწმუნეს, რომ რუსინების ავტონომიას მხარს უკვე უჭერს უნგრეთის ორი ყველაზე დიდი პარტია, რომელთა დეპუტატები წარმოადგენენ ქვეყნის პარლამენტის 70%-ზე მეტს; ანალოგიური მიმართვა მომავალში გაიგზავნება რუმინეთის პარლამენტშიც;

-         მიმართვებში გამოიყოფა ცალკე პუნქტი უნგრელების, რუმინელებისა და რუსინების წინააღმდეგ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების მიერ გენოციდის მოწყობის თაობაზე;

-         უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასთან პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში, იმიერკარპატების რუსინები იმუქრებიან დივერსიების მოწყობით გაზსადენებთან მიმართებაში, რომელიც გადის რეგიონის ტერიტორიაზე რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის მიმართულებით. ამის გარდა, პ. გეცკო უნგრეთიდან ელის დახმარებას, მათს შორის სამხედრო ხელშეწყობას. მისი თქმით უნგრეთი იძულებული იქნება დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, რადგან იმიერკარპატების 200 ათას მაცხოვრებელს უკვე გააჩნია უნგრეთის პასპორტი (2001 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად უნგრელები შეადგენენ 151 516 ადამიანს, იმიერკარპატების მოსახლეობის 80% (2013 წლის მონაცემების თნახმად 1 254 900 ადამიანი) მიემგზავრება სამუშაოდ უკრაინის საზღვრებს გარეთ);

-         საერთაშორისო საზოგადოება იძულებული იქნება აღიაროს რუსინული ავტონომია, რადგან ამ რეგიონს გააჩნია  ტრანზიტულობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი მსოფლიოში (ენერგეტიკული, სარკინიგზო და ა.შ). პ. გეცკო დარწმუნებულია, რომ ევროპა არ გარისკავს;

-         რუსინებს სურთ მხოლოდ ავტონომია უკრაინის შემადგენლობაში, ისინი აღიარებენ ქვეყნის კანონიერ ძალაუფლებას, მაგრამ ითხოვენ ახალი ხელშეკრულებითი ურთიერთობების დამყარებას ბიუჯეტთან, საზღვრებთან და ა.შ. დაკავშირებით (პ. გეცკოს თქმით, იმიერკარპატების ოლქის ბიუჯეტი ყალიბდება ბუნებრივი აირის ტრანზიტის ხარჯზე, რომელიც დღესდღეობით შეადგენს 4 მილიარდ ევროს. აქედან კიევი რეგიონში ტოვებს 2 მილიონ გრივნაზე ნაკლებს. ავტონომიის მიღების შემთხვევაში კიევში იმიერკარპატებიდან ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის 10% შევა).

ცალკე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ამავე წლის აგვისტოს დასასრულს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში შეიქმნა პირველი ნაციონალისტური გაერთიანება – ი. ფ. კუნდრას სახელობის რუსინული ბატალიონი. ბატალიონის შემადგენლობაში შევიდნენ რუსინი-მოხალისეები იმიერკარპატიის რუსეთიდან, არიაშევშინადან (სლოვაკეთი), ლემკოვშინადან (პოლონეთი) და უნგრეთიდან. საერთო ოდენობით 387 ადამიანი, იუ.ა. იანცოს მეთაურობით.

როგორც ვხედავთ, სახეზეა კრემლის ბატონის შეუკავებელი სწრაფვა დაანგრიოს ერთ დროს მოძმე ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ძნელია იმის წარმოდგენა, თუ უახლოესი მეზობლებიდან დამოუკიდებლობისკენ მსწრაფველი რომელი ქვეყანა გახდება რუსეთის აგრესიის ახალი მსხვერპლი?

 

ავტორი: პაველ ნესტი

 

 

 

4,090 comments